ბოლო კვირაა ინტენსიურად ვაკვირდები ილიკო სუხიშვილის ცეკვის და მისი შემოქმედების შეფასებებს ინტერნეტში. თუ ნამდვილად გაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე, ჩაიკითხე ეს პოსტი ბოლომდე. მე ამიკო ვარ Next level-იდან და მაქვს ჩემი პროფესიული შეხედულება. ინტერნეტში უკიდეგანოდ რატომ ესხმიან თავს ილიკოს და მისი შემოქმედებას. პირველ რიგში დავწყნარდეთ. ქართველობას არავინ გვართმევს. საქმე სხვა რამეშია. როგორც წესი ნებისმიერი ცეკვის სტილს აქვს საკუთარი საბაზისო ელემენტები, რომლებიც მორგებულია იმავე სტილის მუსიკაზე, ხოლო მოძრაობა და მუსიკის სინქრონული ერთობლიობა ქმნის დინამიურ ფონს, რომელიც თვალისთვის და ყურისთვის სასიამოვნოა. მაგალითისთვის ავიღოთ House Music House Dancing-ით! ალბათ ეს სტილი უფრო ახლოა ილიკოს ნაცეკვთან, მაგრამ რათქმაუნდა მისი ნაცეკვი House არ არის. ეს გამიქსული ქართული მუსიკაა და გადაკეთებული მოძრაობები უფრო მეტი რითმულობისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ილიკო ქართული ხალხური ცეკვის ელემენტების, აუარება საბაზისო ცოდნას ფლობს მას ამ ცოდნით Freestyle Dancing-ის უნარი გამოუმუშავდა. მარტივად ვერ გეტყვით მაგრამ ეს იგივეა, რომ ავიღოთ სტანდარტული თვლა (1.2.3.4) რომელიმე სტილის ცეკვიდან ზედ რაიმე მოძრაობით და მოვარგოთ სხვა სტილის მუსიკას, სადაც რათქმაუნდა ასევე გვაქვს (1.2.3.4). (ალბათ იცით, რომ 1.2.3.4 ნებისმიერი სტილის მუსიკის ცენტრალური ტემპია). ასევე გასათვალისწინებელია ამ ტემპის სიჩქარე, რადგან სხვადასხვა მუსიკას სხვადასხვა ტემპი აქვს ხომ?:) იგივე “BPM”. მე თუ ავდგები და ქართული ცეკვის რომელიმე საბაზისო მოძრაობას თავისი 4 თვლით მოვარგებ სხვა სტილის მუსიკის ტემპს მივიღებ ილიკო სუხიშვილს. ასევე მარტივი მისახვედრია, რომ ილიკოს ამ პერფორმანსის ინსპირაცია ჯექსონია, შეხედეთ მის და მისი მოცეკვავეების ჩაცმულობას, ხომ არ გახსენდებათ Michael Jackson – Dangerous? ასევე მის ფრთხილ მოძრაობებს და მანერულობას ამ უკანასკნელის სუნი დაჰკრავს. ასე რომ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი, ეს უბრალოდ იმპროვიზაცია იყო! აქ დასრულდა ტექსტი მათთვის ვისაც მეტი აღარ აინტერესებს, ხოლო უფრო ღრმად ვისაც უნდა გამოყოლა გეტყვით.
 
როგორც ამბობენ ილიკო ცდილობს ახალი სტილის დამკვიდრებას ქართული ცეკვის საბაზისო ელემენტების გამოყენებით. პირველ რიგში ეს მისასალმებელია, (ვისთვის როგორ) მაგრამ სიახლე ყველაფერში აუცილებელია! უბრალოდ, რამოდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. ახალ სტილს ვერ შექმნი თუ ახალი მუსიკა არ შეიქმნა, ხოლო თუ რომელიმე სტილის მუსიკაზე სხვა სტილს იცეკვებ ეს შენი ინდივიდუალური Freestyle იქნება, რომელიც იმ სტილის ცეკვის საბაზისო ელემენტებიდან მომდინარეობს რაც 1.2.3.4 თვლაში იცი. ასე რომ ილიკო პირველი ფრისთაილერია ქართული ცეკვის ელემენტებით, აი სწორედ ამიტომ არ უხდება ის არც მუსიკას და არც იმ ლამაზ დინებას ქმნის, რომელიც ცეკვას დასაწყისიდან დასასრულამდე უნდა გასდევდეს. კარგი იქნება თუ სტილის ჩამოყალიბება სურს პირველ რიგში შექმნას გარკვეული კონკრეტული მოძრაობების ბაზა, რომლებსაც ყველას და ცალ-ცალკე ერთი ხელწერა ექნება. ჩვენ ამას ჰიპ-ჰოპ ცეკვაში Groove და Bounce ვეძახით. მათ გარეშე ცეკვა კონკრეტული სტილის შეგრძნებას კარგავს. ვუყურებდი მის მოცეკვავეებს და მათ მაგივრად გამიჩნდა კითხვა. რა არის ცენტრალური ამ ცეკვაში? რა არის საბაზისო? მოკლედ ცეკვაში სადაც არაფერია ცენტრალური ის მხოლოდ იმპროვიზაციაა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ტვინის გათიშვა. ჩემთვის Freestyle-ს უნარი ცეკვის უმაღლესი გამოვლინებაა და ეს ქართული ცეკვიდან ჯერ ჯერობით მხოლოდ ილიკომ შეძლო! დიდი ინტერესით დაველოდები მისი იდეოლოგიის და ხედვის განვითარებას ამ მიმართულებით. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ამით არაფერი დაშავებულა. ყველაზე მთავარი ამ ამბის გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია, რომელიც მჯერა რომ ადრე თუ გვიან საინტერესო ფორმას მიიღებს. იყავი განსხვავებული იცეკვე ჩვენთან ერთად #lvl

 
ილიკო სუხიშვილის ცეკვა
 

 
HOUSE DANCEING
 

 
Michael Jackson – Dangerous
 

Comments

comments