ქუჩის ცეკვების ერთ-ერთი წამყვანი სტილი სახელწოდებით Breakdance, იგივე Bboying უძველესი და ულამაზესი მიმდინარეობაა, რომელიც პუერტო რიკოელ და შავ კანიან ახალგაზრდებს შორის 1970 წელს გავრცელდა. ცეკვა მედიის წყალობით მთელს მსოფლიოში აიტაცეს, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და იაპონიაში. ძირითადად Bboying შედგებოდა ოთხის სახის მოძრაობებისაგან:
1.Toprock 2.Downrock 3.Power movies 4.Freezes.
Break Dance როგორც წესი, ჰიპ ჰოპ მუსიკაზე იცეკვებოდა, ფანკზე და ბრეიქ ბიტებზე, თუმცა თანამედროვეობამ მისცა საშუალება ცეკვის ამ სტილს, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკასაც მორგებოდა, რამაც უფრო მეტი მრავალფეროვნება და ინტერესი შესძინა მას. ამ ჟანრის პიონერები იყვნენ “Creazy legs”, Colon და Ken swift ჯგუფიდან “Rock steady crew”. მათ ცალკე ისტორია აქვთ. ამ ადამიანებმა უდიდესი პოპულარობა მოუტანეს ცეკვის ამ სახეობას და ლეგენდებად დარჩნენ. თუ ჩავუღრმავდებით და უფრო შორს თუ გავიხედავთ, მე არ მინდა წვლილი დავუკარგო ლეგენდარულ მომღერალს ჯეიმს ბრაუნს, რომელმაც თავისი სპეციფიური ფეხების მოძრაობებით და შესატყვისი მუსიკის სტილით უდიდესი გავლენა მოახდია BreakDance-ს განვითარებაზე. მეტიც, Bboy-ები დღესაც ცეკვავენ მის მუსიკაზე. ასევეა Clive Campbell იგივე “DJ kool hek”, რომელიც როგორც ჰიპ ჰოპ კულტურის ასევე Break Beat-ს ავტორად გვევლინება და ერთ-ერთი პიონერია ჰიპ ჰოპ ისტორიაში.

The Rock Steady Crew

The Rock Stady Crew

The Rock Stady Crew


ვცდილობ პოსტი დიდი არ გამომივიდეს და ამიტომ ბევრ საინტერესო ფაქტზე და მოვლენაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. პირდაპი გეტყვით, რომ მოცეკვავე, რომელიც ამ სტილს ცეკვავს Bboy ჰქვია, თუმცა Break Dance ხშირად გამოიყენება Bboying ის აღსანიშნად. ტერმინმა Break Dance გაუგებრობა გამოიწვია, რადგან ის საერთო ტერმინი გახდა და ადრე რამოდენიმე სხვა სტილის ცეკვებსაც მიაწერდნენ ხოლმე, როგორიც იყო Popping, Locking, Electric Boogalo. მაგალითად: ცნობილი ჯგუფი JabbaWockezz-ის მოცეკვავეები ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ ეს სიტყვა “Break Dance” და ყველას უსწორებენ, რომ ეს არის Bboying, რაც არა მხოლოდ ცეკვას, არამედ პიროვნების ცხოვრების სტილს ეგრეთ წოდებული LIVESTYLE-ს აღნიშნავს, ხოლო სიტყვა-სიტყვით აბრევიატურაა „Breaking Boy”. ბრეიქდანსი ჰიპ- ჰოპ კულტურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილია, რომელსაც საფუძლები ჰიპ ჰოპ კულტურამდე ჩაეყარა. როგორც ვიცით ჰიპ ჰოპ კულტურა ოთხ ძირითადი ნაწილად იყოფა ეს არის MCing, DJing, Breaking და Graffity ანუ ჩვენ თუ აქედან ვიმსჯელებთ Breaking-ი აღნიშნავს ცეკვას ჰიპ ჰოპ კულტურაში, რაც ნიშნავს, რომ იგი ითვისებს ყველა დანარჩენ ცეკვის სტატუსს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ბრეიქინგის განვითარებამ და არსებობამ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ცეკვის მხრივ ჰიპ ჰოპის განვითარებაში! (იხილეთ: ჰიპ ჰოპის ისტორია) რაშიც ხელს უწყობდა ის ფანკ და ბრეიქბიტ მუსიკა რასაც იმ დროს DJ-ეები უკრავდნენ “Dance Party”-ებზე. (მაგალითად: იხილეთ, ზემოდ ხზენებული “DJ Cool Hek” თუ როგორ დაუკრა ორი ბიტი ერთად) მოკლედ, ამ მუსიკის ფონზე მოცეკვავეებს ეძლოდათ საშუალება, წარედგინათ რიტმულ ბაზაზე დამყარებული იმპროვიზირებული მანერები და მოძრაობები. როგორც ამბობენ, 90 წლებში ყველაზე მეტი მოცეკვავე და ჯგუფი აფრო ამერიკიდან იყო და სწორედ ამან განაპირობა Breakdance-ში სიტყვა Uprock-ის დამკვიდრებაც. ეს აგრესიული ცეკვის სტილია, სადაც მონაწილეები ერთმანეთში ბრძოლას თამაშობენ მანერისა და პანტომიმის საშუალებით. ასევე ამბობენ რომ Bboying-მა შეცვალა ბრძოლა ქუჩის ბანდებს შორის. ამის საწინააღმდეგო აზრი აქვს სხვას და მცდარ აზრად მიიჩნევენ, მაგრამ ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება. მაგალითად მე მჯერა, რადგან ბევრი ამაზე სასაცილო და დღეისთვის შეუფერებელი მიზეზი და ახსნა წამიკითხავს სხვადასხვა ილეთისა და სტილის წარმოშობაზე:) მოკლედ, “ვისაც გვჯერა გაგვატარეთ”-ისა არ იყოს გავაგრძელებ წერას და გეტყვით რომ ცეკვის ამ სტილმა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად შეაღწია. ჩვენთან საერთოდ დაიგვიანა:)
 
ბრაზილია
 
ისმაელ ტოლედო ერთ-ერთი პირველი ბიბოი იყო ბრაზილიაში. 1984 წელს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა ცეკვის შესასწავლად და სწორედ ა.შ.შ-ში აღმოაჩინა ცეკვის ეს სტილი და დაუმეგობრდა BBOY crazy legs, რომელიც მისი პარტნიორი იყო 4 წლის განმავლობაში. როდესაც იგი ჩამოყალიბებული ბიბოი გახდა, ტოლედო სან პაულოში დაბრუნდა, ცეკვის ჯგუფების შეკრება და ჩამოყალიბება დაიწყო, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გავიდოდნენ და გახსნა ცეკვის სტუდია street collage.
 
იაპონია
 
მას შემდეგ რაც steady crew იაპონიაში ჩავიდა, ბიბოინგმა გაფურჩქვნა დაიყო. ყოველ კვირა დღეს ბიბოები ტოკიოს მთავარ პარკში იკრიბებოდნენ. ერთ-ერთი პირველი და სახელგანთმული ბრეიქერია crazy, რომელიც ახლა ცნობილი იაპონური ჯგუფის ლიდერია. ის ასევე ორგანიზებას უკეთებს ყოველწლიურ ჩემპიონატს სახელწოდებით b.boy park, სადაც 10000 გულშემატკივარი იყრის ხოლმე თავს.
 
სამხრეთ კორეა
 
ამბობენ სამხრეთ კორეაში Bboying ამერიკელმა ჯარისკაცებმა შემოიტანესო, მაგრამ აღსანიშნავი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ცეკვის განვითარების სამხრეთ კორეაში ის არის, რომ პრომოუტერმა ჯონ ჯეი ჩონმა, რომელიც ლოს ანჯლესში მოღვაწეობდა, სამშობლო მოინახულა და სეულში ჩავიდა. რომელიღაც კლუბში გაიცნო ჯგუფი expression crew. ჯონმა ჯგუფს კასეტა მისცა, სადაც ლოს ანჟელესის Breakdance-ის კონკური იყო ჩაწერილი. ამ კონკურსს რადიოტრონი ერქვა (იხილეთ რადიოტრონის წვლილი ჰიპ ჰოპ ცეკვასა და კულტურაში). ერთი წლის შემდეგ, როცა ჯონი დაბრუნდა სეულში, ნახა რომ მისი კასეტა მრავალ ეგზემპლარად იყო გადამრავლებული და მთელი კორეის ცეკვის საზოგადეობაში იყო გავრცელებული. სულ მალე, 2002 წელს corean expression crew-მ მოიგო ძალიან პრესტიჟული საცეკვაო კონკურსი (Battle of the year) და მას შემდეგ კორეის მთვრობისთვის ცეკვის ეს ჟანრი პრიორიტეტული გახდა და მის პოპულარიზაციაზე ზრუნვა დაიწყეს. კორეა ყველაზე დიდ კაპიტალს დებს Breakdance ღონისძიებების მოწყობაში და კულტურის,სპორტის და ტურიზმის სამინისტრო მის განვითრებაზეა ორიენტირებული. R16 არის კორეის მთვრობის მიერ ორგანიზებული პრესტიჟული და ცეკვის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ყველაზე ცნობილი ღონისძიება. დღეს Bboying განვითარების უმაღლეს დონეზეა და დღითი დღე იზრდება ასე რომ დანარჩენი უნდა ნახოთ!

 
ეს საინტერესოა


 
 
ძველი ლეგენდები
NYC Breakerz Vs Rock Steady Crew
 

 
ახლანდელი TOP Bboy-ები
THE NOTORIOUS IBE 2011 “All Battles All”
 

 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments