FAMILY JAM 2018 – STREET DANCE BATTLE 2v2


სტანდარტული ხასიათის შეჯიბრში როგორც წესი მეორე ხარისხოვანი ხდება ახალბედა მოცეკვავეების ბედი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევკრათ მეგობრული საიფერი დამწყები მოცეკვავეებისთვის და გვერდზე დავიყენოთ ის ახალი თაობა რომელიც ცდილობს განვითარებას. ჩვენი მოსწავლე, სტუდენტი ან უბრალოდ მეგობარი, რომელსაც შენთან ერთად ბათლზე გამოსვლა დიდი სტიმულს მისცემს. დაფიქრდი ვინ შეიძლება იყოს ასეთი? მოკიდე ხელი და მოდი ჩვენთან.
 
!!! აუცილებელი მონაწილეებისთვის
– წყვილს უნდა შეადგენდეს გამოცდილი და ახალბედა მოცეკვავე.
– ასევე, შეიძლება წყვილს შეადგენდეს ორი ახალბედაც.
– არ შეიძლება წყვილს შეადგენდეს ორი პროფესიონალი.
– ბათლის დროს პრო უპასუხებს პროს ხოლო დამწყები დამწყებს.
 
JUDGE (Edit)
 
– KRISTI
– GAIA
– LOLIKA
 
PRIZE
– ფულადი
– პრომო ვიდეო
– მაისურები
 
LOCATION
– ვაკე / ჭავჭავაძის #1 / UNIVERSITY TSU 2 / UNDERFLOOR
– Next lvlDance studio
 
PRICE – 5ლ.
DOORS OPEN – 17:00
#FAMJAM #lvl
 
გამოგაზე ევენთზე https://goo.gl/6C8sxg
 

სრულად

ილიკო სუხიშვილი – ქართველობას გვართმევენ


ბოლო კვირაა ინტენსიურად ვაკვირდები ილიკო სუხიშვილის ცეკვის და მისი შემოქმედების შეფასებებს ინტერნეტში. თუ ნამდვილად გაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე, ჩაიკითხე ეს პოსტი ბოლომდე. მე ამიკო ვარ Next level-იდან და მაქვს ჩემი პროფესიული შეხედულება. ინტერნეტში უკიდეგანოდ რატომ ესხმიან თავს ილიკოს და მისი შემოქმედებას. პირველ რიგში დავწყნარდეთ. ქართველობას არავინ გვართმევს. საქმე სხვა რამეშია. როგორც წესი ნებისმიერი ცეკვის სტილს აქვს საკუთარი საბაზისო ელემენტები, რომლებიც მორგებულია იმავე სტილის მუსიკაზე, ხოლო მოძრაობა და მუსიკის სინქრონული ერთობლიობა ქმნის დინამიურ ფონს, რომელიც თვალისთვის და ყურისთვის სასიამოვნოა. მაგალითისთვის ავიღოთ House Music House Dancing-ით! ალბათ ეს სტილი უფრო ახლოა ილიკოს ნაცეკვთან, მაგრამ რათქმაუნდა მისი ნაცეკვი House არ არის. ეს გამიქსული ქართული მუსიკაა და გადაკეთებული მოძრაობები უფრო მეტი რითმულობისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ილიკო ქართული ხალხური ცეკვის ელემენტების, აუარება საბაზისო ცოდნას ფლობს მას ამ ცოდნით Freestyle Dancing-ის უნარი გამოუმუშავდა. მარტივად ვერ გეტყვით მაგრამ ეს იგივეა, რომ ავიღოთ სტანდარტული თვლა (1.2.3.4) რომელიმე სტილის ცეკვიდან ზედ რაიმე მოძრაობით და მოვარგოთ სხვა სტილის მუსიკას, სადაც რათქმაუნდა ასევე გვაქვს (1.2.3.4). (ალბათ იცით, რომ 1.2.3.4 ნებისმიერი სტილის მუსიკის ცენტრალური ტემპია). ასევე გასათვალისწინებელია ამ ტემპის სიჩქარე, რადგან სხვადასხვა მუსიკას სხვადასხვა ტემპი აქვს ხომ?:) იგივე “BPM”. მე თუ ავდგები და ქართული ცეკვის რომელიმე საბაზისო მოძრაობას თავისი 4 თვლით მოვარგებ სხვა სტილის მუსიკის ტემპს მივიღებ ილიკო სუხიშვილს. ასევე მარტივი მისახვედრია, რომ ილიკოს ამ პერფორმანსის ინსპირაცია ჯექსონია, შეხედეთ მის და მისი მოცეკვავეების ჩაცმულობას, ხომ არ გახსენდებათ Michael Jackson – Dangerous? ასევე მის ფრთხილ მოძრაობებს და მანერულობას ამ უკანასკნელის სუნი დაჰკრავს. ასე რომ ჯერ-ჯერობით ახალი არაფერი, ეს უბრალოდ იმპროვიზაცია იყო! აქ დასრულდა ტექსტი მათთვის ვისაც მეტი აღარ აინტერესებს, ხოლო უფრო ღრმად ვისაც უნდა გამოყოლა გეტყვით.
 
როგორც ამბობენ ილიკო ცდილობს ახალი სტილის დამკვიდრებას ქართული ცეკვის საბაზისო ელემენტების გამოყენებით. პირველ რიგში ეს მისასალმებელია, (ვისთვის როგორ) მაგრამ სიახლე ყველაფერში აუცილებელია! უბრალოდ, რამოდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი. ახალ სტილს ვერ შექმნი თუ ახალი მუსიკა არ შეიქმნა, ხოლო თუ რომელიმე სტილის მუსიკაზე სხვა სტილს იცეკვებ ეს შენი ინდივიდუალური Freestyle იქნება, რომელიც იმ სტილის ცეკვის საბაზისო ელემენტებიდან მომდინარეობს რაც 1.2.3.4 თვლაში იცი. ასე რომ ილიკო პირველი ფრისთაილერია ქართული ცეკვის ელემენტებით, აი სწორედ ამიტომ არ უხდება ის არც მუსიკას და არც იმ ლამაზ დინებას ქმნის, რომელიც ცეკვას დასაწყისიდან დასასრულამდე უნდა გასდევდეს. კარგი იქნება თუ სტილის ჩამოყალიბება სურს პირველ რიგში შექმნას გარკვეული კონკრეტული მოძრაობების ბაზა, რომლებსაც ყველას და ცალ-ცალკე ერთი ხელწერა ექნება. ჩვენ ამას ჰიპ-ჰოპ ცეკვაში Groove და Bounce ვეძახით. მათ გარეშე ცეკვა კონკრეტული სტილის შეგრძნებას კარგავს. ვუყურებდი მის მოცეკვავეებს და მათ მაგივრად გამიჩნდა კითხვა. რა არის ცენტრალური ამ ცეკვაში? რა არის საბაზისო? მოკლედ ცეკვაში სადაც არაფერია ცენტრალური ის მხოლოდ იმპროვიზაციაა, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ტვინის გათიშვა. ჩემთვის Freestyle-ს უნარი ცეკვის უმაღლესი გამოვლინებაა და ეს ქართული ცეკვიდან ჯერ ჯერობით მხოლოდ ილიკომ შეძლო! დიდი ინტერესით დაველოდები მისი იდეოლოგიის და ხედვის განვითარებას ამ მიმართულებით. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ამით არაფერი დაშავებულა. ყველაზე მთავარი ამ ამბის გაგრძელება და ლოგიკური დასასრულია, რომელიც მჯერა რომ ადრე თუ გვიან საინტერესო ფორმას მიიღებს. იყავი განსხვავებული იცეკვე ჩვენთან ერთად #lvl

 
ილიკო სუხიშვილის ცეკვა
 

 
HOUSE DANCEING
 

 
Michael Jackson – Dangerous
 

სრულად

ინდივიდუალური მომზადება თავისუფალი სტილის ცეკვაში


ჩვენი 10 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ ცეკვა შეუძლია ყველას. ზოგს აქვს უნარი მალე ათვისების, ზოგს კი სჭირდება მეტი. ცეკვის ცოდნა არ ნიშნავს სხვადასხვა რთული მოძრაობების სინქრონულ ერთობლიობას. ხშირად გამიგონია:
– პლასტიკური არ ვარ!
– სმენა არ მაქვს!
– რითმს ვერ ვგრძნობ!
– მოუქნელი ვარ და ასე შემდეგ.
დასაწყისისთვის პრობლემა თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობაში არ არის, პრობლემა ცოდნა – არ ცოდნაშია. შენ უბრალოდ ჩაკალი ეს გრძნობა პირველად მაშინ, როდესაც სცადე და არ გამოგივიდა ან სცადე და მეგობრებს გაეღიმათ. შეეგუე იმ ფაქტს, რომ ცეკვა არ გამოგდის და ეს ყველაფერი ერთ დიდი კომპლექსად იქცა. საქმე ისაა, რომ თქვენთვის არავის მოუყოლია ის, რაც გადამწყვეტია ცეკვისთვის. რითმის დაჭერა, სწორი ნაბიჯები და თვლა. ეს ის მცირე ჩამონათვალია რისი ცოდნაც ხელს უწყობს მცირე დროში დამოუკიდებლად შეძლოთ გადაადგილება მუსიკის რითმში. ჩვენ არ დაგაზეპირებინებთ “ილეთებს” რომლებიც გეცოდინებათ კონკრეტულ მუსიკაზე! ჩვენ არ გასწავლით რა იცეკვოთ!
ჩვენ გასწავლით როგორ იცეკვოთ, ნებისმიერ მუსიკაზე, ნებისმიერ ადგილას.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება ჩვენს სტუდიაში დამოკიდებულია თქვენს მიერ შედგენილ გრაფიკზე.
 
TEL: 555 01 77 22
 
www.facebook.com/lvlDance
– www.instagram.com/lvlDance
www.youtube.com/lvlDance
– info@lvlDance.ge
 

სრულად

TSU – lvlDance Project / “Show me your skillz”


გამარჯობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ჰიპ ჰოპის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს თავისუფალი სტილის ცეკვების საჩვენებელ ღონისძიებას სტუდენტებისთვის (არამარტო), სადაც მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო მოცეკვავეები საქართველოდან. დასწრება და მონაწილეობის მიღება უფასოა.

სრულად

Checkpoint Battle | lvlDance


გამარჯობა, გილოცავ #2017 წელს და გისურვებ გამარჯვებას! სტუდია lvlDance-ში ტარდება “Checkpoint All style Battle” სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოცეკვავეები სხვადასხვა ჯგუფებიდან და სტუდიებიდან, შემოგვიერთდი შენც და ნუ გამოტოვებ ამ საიტერესო სანაახობას.
 
 
 
 
დასაწყისი – 15:00 საათი
მისამართი – გორგასლის 4ა (ორთაჭალა)
მონაწილეობის და დასწრების საფასურია – 2 ლარი
 
ჟიურის წევრები
Alex
Lolika Lolika
Levan Kobaladze
 
პრიზები
პირველ ადგილზე გასულებს გადაეცემათ ქუდები, მაუსურები, სიგელები და გამარჯვებულ წყვილს Next lvl Dance გადაუღებს ვიდეო კლიპს რომელსაც საჩუქრად მოჰყვება 15.000 ვიუ:)
 
გამოგაზე ივენთზე https://www.facebook.com/events/361298434231391/

სრულად

Seven2smoke – lvlDance


კვირას 13 ნოემბერს lvlDance სტუდიაში ტარდება “Seven2smoke” (All Style) ბათლი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტილის მოცეკვავეს. ათ ბალიანი შეფასების სისტემით შეირჩევა რვა მოცეკვავე, რომელთა შორისაც გაიმართება Seven2smoke. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოცეკვავეებს გადაეცემათ კეპები, მაისურები. ხოლო გამარჯვებულს სტუდია lvlDance გადაუღებს ვიდეო კლიპს, რომლის ვიდეოსაც საჩუქრად მოჰყვება:) (15.000 Views)
 
ჟიურის წევრები – (Edit)
 
ყურადღება!
მონაწილეებისთვის რეგისტრაცია დაიწყება 15:00 საათზე
შესარჩევი (Preselection) დაიწყება: 16:00 საათზე
მონაწილეობის და დასწრების საფასურია: 5 ლარი
 
შენიშვნა: გვინდა შეჯიბრი გამოვიდეს პატარა, მაგრამ მოწესრიგებული. ყველაფერი დაიწყება და დასრულდება ზემოთ მითითებულ დროში! (შენობაში აკრძალულია წინ და უკან სირბილი, მოწევა, დალევა და ზასაობა) ეგენი გარეთ!
 
შეგახსენებ, რომ 19 ნოემბერს გრანდიოზული ჯგუფის onyx-ის ჩამოსვლისთან დაკავშირებით, საქართველოს ჰიპ ჰოპის და ბრეიქდანსის ფედერაციის მხარდაჭერით კეთდება SLEM Steet Battles – პირდაპირ ქუჩაში. ჰოდა არ გამაზო!
 
სხვა დანარჩენისთვის გამოგაზე ივენთზე

 
1. Seven 2 smoke
2. SLAM

სრულად
Page 1 of 912345...Last »