ჩუმი ქუჩა , სუფთა კედელი , საღებავების ქილა და ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც გრაფიტის დასახატად ემზადება …
სიტყვა გრაფიტი (ბერძნულია და ნიშნავს “ვწერ”)
ადამიანები უკვე ათასობით წელია ხატავენ გრაფიტის. დღეს-დღეობით გრაფიტი განვითარდა და გახდა ხელოვნების ჭეშმარიტი ფორმა. გრაფიტი უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი – დაწყებული მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე.თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, მას სოციალური და პოლიტიკური ,,მესიჯების“ გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენასაც კი იმსახურებს.
1960-იან წლებში გამოჩნდა ახალი სახის გრაფიტი ამერიკის ქალაქების კედლებზე . ხალხი ამ გრაფიტის “ბანდურ გრაფიტის” ეძახდა . ტერორისტული ჯგუფები ხატავდნენ კედლებზე გრაფიტის, რომელიც ძალიან ადვილი შესაქმნელი იყო და სხვა ჯგუფებს თავის საზღვრებს უჩვენებდა და აფრთხილებდა რომ აქ არ გადმოსულიყვნენ .
1970-იან წლებში ხალხმა დაიწყო კედლებზე თავიანთი სახელების დაწერა . მათი მიზანი იყო რომ პოპულარულები გამხდარიყვნენ . ბევრი ადამიანი ჩაერთო ამაში, თავიანთი გრაფიტების სხვებისგან განსხვავების მიზნით მათ დაიწყეს უფრო დიდი ზომის ნახატების დახატვა და გამუქება . ამითი შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სტილების განვითარება. გრაფიტის არტისტებმა დაიწყეს მათი შეუდარებელი სტილების სურათებთან შეხამება , რათა შეევსოთ მთლიანი კედელი. ხალხმა დაიწყო გრაფიტის ხატვა მეტროს ვაგონებზე . 1970-1980 წლებში ნიუ-იორკის მეტროს ვაგონები მოძრავი მუზეუმი გახდა. გრაფიტი არის საღებავების ხელოვნება, სხვადასხვა მხატვრები იყენებენ მარკერებს და სასხურებლებს (პულივიზატორებს). რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ნახატები კედლებზე . ხალხი ამტკიცებდა რომ გრაფიტი იყო ვანდალიზმი და არქიტექტურის დამახინჯება. მათი აზრით გრაფიტის დახატვა ვინმეს ნებართვის გარეშე არ არის თავისუფლება. 1980-იან წლებში ბევრ ქალაქში დაიწყო გამოსვლები გრაფიტის წინააღმდეგ . მაგალითად , ნიუ-იორკში დაიწყო კამპანია მეტროს ვაგონებზე გრაფიტის წინააღმდეგ . მთავრობამ გამოყო ხალხი, რომელიც მეტროს ვაგონებზე ნახატებს გადაღებავდა. ლოს-ანჯელესის მერიამ იყიდა რამდენიმე მანქანა, რომელშიც ჰქონდათ საღებავები და სადაც კი წააწყდებოდნენ გრაფიტის კედელზე, მაშინვე ღებავდნენ. ამ კამპანიის მიზანი იყო რომ გრაფიტის მხატვრებისთვის დაეკარგათ სურვილი ახალი ნახატის დახატვის რადგან ყველა ნახატი დახატვიდან 24 საათში ქრებოდა. მაგრამ დიდად ვერ შეცვალეს ახალგაზრდობის აზრები! რამდენიმე ქვეყანაში მაგალითად – იაპონიაში , ინგლისში და შეერთებულ შტატებში გრაფიტის მხატვრებს სპეციალურად გამოუყვეს ცალკე კედლები. ავსტრალიაში რამდენიმე კომპანია ატარებს შეჯიბრებას გრაფიტიში, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ დაეკარგებათ სურვილი სხვის კედლებზე თავისი ნიშნის დატოვების …
სიტყვა “გრაფიტი” პირველად იხმარეს იტალიელებმა 1775 წელს. ქალაქ პომპეის გათხრების დროს. აქ აღმოჩენილი იყო კედლებზე შემორჩენილი წარწერები რომლებიც რაიმე ამბავს ან განცხადებას ამცნობდა ამ ქალაქის მაცხოვრებლებს. სიტყვა “გრაფიტი” სასაცილოა მაგრამ “ფხაჭვნას” ნიშნავს ზუსტი თარგმნით. თანამედროვე გრაფიტის სტორია მე-20-ე საუკუნის 70-იან წლებში იწყება ქალაქ ნიუ ორკში. ერთ-ერთი პირველი რაიტერი (ადამიანი ვინც გრაფიტის სტილში ხატავს) რომლის ნამუშევრები აღიბეჭდა ქალაქის კედლებზე იყო “TAKI 183” ის უბრალოდ ამ სახელს წერდა კედლებზე. შემდეგ ეს გახდა პოპულარული და სხვებმაც გადაწყვიტეს მოეგონათ ზედმეტსახელი და საკუთარი ხელწერით წაეწერათ კედელზე. შემდეგ ქალაქში გამოჩნდნენ გონიერი რაიტერები, რომლებსაც მოსწყინდათ საკუთარი სახელის წერაში საღებავების ხარჯვა და მაშინ პირველად შექმნეს ფერადი ნახატები.
შემდეგ გრაფიტი ჰიპ-ჰოპის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მან ტანდათანობით დახვეწილი სახე მიიღო. ახლა უამრავი რაიტერები ემატებათ, ქმიან რაიტერთა ჯგუფებს რომლებიც ერთ საერთო სტილში ხატავენ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად გრაფიტი კანონის ძალით იკრძალება. რადგან ის ცვლის ქალაქის იერ სახეს, როგორც ხელოვნების ყოველ სახეობას გრაფიტისაც აქვს ხავისი აზრი და დატვირთვა. ის რაიტერის საკუთარ მეს გამოხატავს ან მის კონტაქტს გარემოსთან. ანუ “რასაც ვფიქრობ, იმას ვხატავ” დაახლოებით ასეთ აზრს ატარებს. ზოგი კი უბრალოდ იმას ხატავს რაც მოსწონს.
 
ულამაზესი გრაფიტული ვიდეო რგოლი
 

 
გრაფიტის კოკუმენტური ფილმი
 

 


 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments