კალიფორნიის სან-დიეგოს (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური ფორმისათვის ჰიპ-ჰოპი ყველაზე სასარგებლო ცეკვაა. ცეკვის დროს ფიზიკურ დატვირთვას დროის 57% მიაქვს.
 
აშშ-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვები და მოზარდები დღეში ფიკური ვარჯიშებით მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა დაკავდნენ. ნახევარ საათს უზრუნველყოფს სკოლა, სხვა დროს კი ბავშვები სხვადასხვა წრეებში ვარჯიშობენ. ამ დროს ცეკვები ხშირად ფიზიკური ვარჯიშის ალტერნატივად აღიქმება, განსაკუთრებით გოგონებში.

 
მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ მართლა ასეა თუ არა. ამისათვის მათ გააანალიზეს 264 გოგონას ფიზიკური აქტივობა – ბავშვები 5-დან 10 წლამდე და მოზარდები 11-დან 18 წლამდე. ყველა მოცეკვავე აღჭურვილი იქნა აქსელერომეტრებით მოძრაობის ინტენსივობის გასაზომად. მეცნიერებმა 66 ცეკვის სტუდიის აღსაზრდელები შეამოწმეს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ ბალეტით, ჯაზით, ჰიპ-ჰოპით, ფლამენკოთი, სალსათი, სტეპით, სვინგითა და სამეჯლისო ცეკვებით.
 
შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვების მიერ აქტიურ ვარჯიშში გატარებული დრო სულ რაღაც 17 წუთს შეადგენს. მეცადინეობის, რომელიც 1 საათს გრძელდება, დანარჩენი დრო მიაქვს გაჭიმვებს, მასწავლებლის ლექციას და მსუბუქ ვარჯიშებს.
 
„მთლიანობაში ახალგაზრდების საცეკვაო სტუდიებში ფიზიკური აქტიურობა ძალიან დაბალია, – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი ჯეიმს სალისი, ფილოსოფიის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საოჯახო მედიცინის კათედრის პროფესორი. – ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ უმცროსი ასაკის ბავშვების მხოლოდ 8% და მოზარდების 6% ასრულებს ცეკვის მეცადინეობისას ფიზიკური აქტიურობის ნორმას“. ყველაზე „არააქტიური“ ცეკვის სახეობა აღმოჩნდა ფლამენკო: ბავშვები მხოლოდ დროის 14%-ის დროს მოძრაობდნენ.
 
ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლო აღმოჩნდა ჰიპ-ჰოპი, რომლის სწავლისას ფიზიკურ დატვირთვას დროის 57% ეკავა. აქტიურობით მეორე ადგილზე ჯაზია. მას მოსდევს სტეპი, სალსა და სულ ბოლოს არის ბალეტი, რომლის დროსაც ინტენსიურ და რბილ ვარჯიშებდ დროის 30% აქვს დათმობილი.
 
შეგახსენებთ, რომ როგორც ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ამერიკული ჰიპ-ჰოპის ტალღამ 1990-იანი წლების დასაწყისში უფრო მნიშვნელოვანი რევოლუცია მოახდინეს პოპ-მუსიკაში ვიდრე 1960-იანი წლების ინგლისელმა როკერებმა.
 
წყარო www.eurekalert.org

Comments

comments