Krump ამ სიტყვის ფუძე წამოსულია სიმღერიდან, რომელიც 1990 იან წლებში იყო პოპულარული. ამ სტილის წარმოშობა ისევ და ისევ ქუჩასთან არის დაკავშირებული, ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ მის შესახებ. Krump- შემოკლებული სახელია აბრევიატუარისა, რომელიც იშიფრება ასე : Kingdom Radically Uplifted Mighty Praise (აბსოლუტური სულიერი კმაყოფილების სამეფო) კრამპი ქუჩური ძალადობის ალტერნატიული გამოხატვის სიმბოლოა, რომელიც ამერიკაში მეოცე საუკუნის ბოლოს საკმაოდ გავრცელებული იყო. კრამპინგი ლოს ანჯელესის სამხრეთის კვარტლებში შეიქმნა. ესაა ქუჩური ცეკვის სტილი, რომელმაც გეტოს ბნელი კუთხეებიდან გამოაღწია. კრამპინგში მოცეკვავეებმა დაინახეს საშუალება არაძალადობრივი გზით თავი დაეღწიათ ბანდისთვის და ასევე გათავისუფლებულიყვნენ რისხვისგან, აგრესიისგან და იმედგაცრუებისგან შეიძლება ითქვას რომ კრამპი სუპერსწრაფი და ძლიერი ცეკვაა. მასიური კრამპის ბატლის დრო შესაძლებელია, რომ ამერიკის მოქალაქემ პოლიციაც კი გამოიძახოს:) რადგან კრამპერების ცეკვა ხშირად ნამდვილ ჩხუბში ეშლებათ ხოლმე იმენად ენერგიულია თავისი არსით, ძრითადად ის აგრესიული და გამომხატველობითია. ასევე მრავალფეროვანი, რადგან ყველა მოცეკვავეს შეუძლია მას თავისი განსხვავებული ელფერი შესძინოს იგი ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, გამძლეობასა და თავდაჯერებულობაზეა ორიენტირებული. Clowning კრამპინგის ნაკლებად აგრესიული წინაპარია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა კალიფორნიაში ტომას ჯონსონის (კლოუნი ტომის) მიერ. 1990 წლებში ჯონსონი და მისი ჯგუფი, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე კლოუნები სახეების ღებვას იწყებენ და კლოუნადებს აწყობენ ბავშვთა დაბადების დღეებზე და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე,

6a00d834515ddf69e20120a56ff323970c-500wi

კლოუნადა კრამპში

კრამპინგი კი ბევრად უფრო ენერგიული და დრამატული მოძრაობებისგან შედგება, როგორც ტომი იძახის: ინტენსიური, სწრაფად განვითარებადი და მკვეთრი. კრამპი ტომ კლოუნის მიერ ნამდვილად არ

შექმნილა, თუმცა ის ნამდვილად შეიცავს კლოუნადის ელემენტებს, რომელიც ტომმა დაამკვირდა და შესაბამისად მის წარმოშობასაც გარკვეულწილად ტომს უნდა ვუმადლოდეთ. როგორც ხელოვნების ფორმა, კრამპი ორმა მოცეკვავემ ჩამოაყალიბა. ესენი იყვნენ: “Tight Eyez” Willis და Jo’Artis “Big Mijo” Ratti . ისინი თავდაპირველად ტომ უილსონოს ჯგუფის წევრები იყვნენ,თუმცა მათი ცეკვა ზედმეტად მძიმე და უხეში იყო კლოუნინგისთვის და მათ თავისდაუნებურად მათ შექმნეს ცეკვის ახალი სტილი და შემდეგ მისი განვითარება დაიწყეს. ეს მიმდინარეობა დღეს ცნობილია როგორც krumping. ტომ ჯონსონმა შექმნა კლოუნების ცეკვის აკადემია. ამას მოყვა საცეკვაო შეჯიბრები Battle Zone და Great Western Forum, სადაც კრამპისა და კლოუნების ჯგუფები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. როგორხ Robert “Phoolish” Jones ამბობს “გამომეტყველება კრამპში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კრამპი თავად გამომეტყველებაა. თქვენ უნდა მისცეთ ხალხს საშუალება იგრძნოს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ არ შეგიძლიათ გახვიდეთ და მიიღოთ კრამპი და თქვენ კრამპს არ ქონდეს მიზანი“ მთვარი არის საბაზისო მოძრაობები, რომლის გარეშეც ვერც ერთ ცეკვაში ვერაფერს გახდები. როგორ უნდა მიიღო სიამოვნება იმისაგან, რასაც აკეთებ? ამ კითხვებს Tight Eyez პასუხობს: Stomp – “პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ“. ისწავლეთ სწორად გააკეთოთ ეს მოძრაობა. ესაა პირველი საბაზისო პრინციპი, რომელიც კრამპში უნდაა გაითავისო. იმისთის, რომ იცეკვო მანამდე უნდა იცოდე როგორ უნდა იმოძრავო ფეხებით. სტომპის რამოდენიმე სახე არსებობს. ზოგი ამას ერთი, ზოგიც ორივე ფეხით აკეთებს. მთვარია რა ამოცანა აქვს მოცეკვავეს და რისი ჩვენება უნდა. იმისთვის რომ ეს მოძრაობა კარგად გააკეთო მკაცრი და ძლიერი ადამიანი უნდა იყო. უნდა იგრძნო საცეკვაო მოედანი, ბათინკის იატაკთან შეხება და უნდა იგრძნო ფეხები, რომლითაც შეგიძლია იცეკვო “Chest pop” – ეს მოძრაობა მკერდის ზონის სხვადასხვა მხარეს მოძრაობაა. თუმცა სხეულის ქაოტური მოძრაობებს არ გულისხმობს. ყველა კრამპერი თავიდანვე აწყდება პრობლემაას თუ როგორ გააკეთოს Chest pop სწორად. მთავარია დაიჭირო ტალღა. უნდა იცოდე საიდან მოდის და სად მიდის მოძრაობები. მხოლოდ მხრების აქეთ-იქით ქნევა საქმეს არ შველის. ეს არის მოულოდნელი, ძლიერი აფეთქება სხეულში. Arm swing – ამ მოძრაობას ადარებენ ჩხუბს მუშტებით, რომლითაც წარმოსახვით მოწინააღმდეგეს ურტყავ ჯერ სხეულის ზედა ხოლო შემდეგ ქვედა ნაწილით. Arm swing – გამოიყენება , რომ აჩვენო სიძლიერე, ძალაუფლება და გააკეთო მაქსიმუმი იმისათვის, რომ გცენ პატივი! რაც შეეხება დანარჩენს ეს უნდა ნახოთ
 
იხილეთ ერთ ერთი ისტორიული ბათლი
 

 
EBS მსოფლიო ჩემპიონატის თრილეტი
 

 
მსოფლიო ჩემპიონატი 2014
 

 
ფილმი კრამპზე
 


ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments