მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპში ბუნდოვანია რომელი ჟანრი როდის, ვის მიერ და რა ვითარებაშია ჩამოყალიბებულ ლოქინგში შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა. მისი შექმნის ისტორია კამათს არ საჭიროებს 🙂 ეს არის ერთ-ერთი უძველესი ცეკვის სტილი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ჰიპ-ჰოპ ცეკვის განვითარებაში. დღეს ეს სტილი ჰიპ-ჰოპის ნაწილია მაგრამ, ოდესღაც ის ცალკე მიმდინარეობა იყო, რომელსაც არანაკლებ საინტერესო ისტორია აქვს.

ლოქინგი იგივე CEMPBELLOCKING დონ კემპბელის მიერაა ჩამოყალიბებული ლოს-ანჯელესის ღამის კლუბში მეოცე საუკუნის 70 -იან წლებში. ცეკვის ეს სტილი ხელის და ხელის მტევნების სწრაფ და რიტმულ მოძრაობებზეა დამყარებული, ხოლო მხრები და ფეხები შედარებით ნაკლებადაა დატვირთული. მოძრაობები კონკრეტულია და მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკასთან. ლოქინგი ორიენტირებულია წარმოდგენაზე. იგი მუდმივად ურთიერთქმედებს მაყურებელთან და კლოუნადის ელემენტებს შეიცავს
 
LOCKER STYLE

Locker Style

Locker Style


ლოქერი ლოქინგის მოცეკვავეა, რომელსაც ჩაცმის განსაკუთრებული სტილი ახასიათებს ან უნდა ახასიათებდეს: ბერეტი, პაჟებიანი შარვალი, თეთრი ხელთათმანები, წინდა ან ლენტი. ა.შ.შ-ში, კანადაში, ბრიტანეთში, შვედეთში, გემანიაში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, კორეაში, იაპონიაში, ტაივანსა და ფილიპინებში მოღვაწეობენ ლოკინგის მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ცეკვის ამ სტილის დამაარსებელი დოკ კემპბელი 50-იანი წლების დასაწყისში დაიბადა. ბავშვობის ასაკში დიდ ნიჭს ამჟღავნებდა ხატვის მიმართ, პორტრეტებსა და პეიზაჟებს ხატავდა. შემდეგ ტექნიკურ კოლეჯში ჩააბარა და თავს იმით ირჩენდა, რომ ჩანახატებს აკეთებდა სხვადასხვა კაფეებში. სკოლაში ათლეტიზმითაც იყო დაკავებული, თუმცა უფრო ხშირად ხატავდა და ასევე ძალიან ხშირად ადევნებდა თვალს იმ ბავშვებს, ვინც ქუჩის კუთხეში ცეკვავდნენ და ცდილობდა მათი მოძრაობები გაემეორებინა. დონი მუდმივად ცდილობდა ცეკვის განსხვავებული სტილი შეექმნა და ყველაფერს სწავლობდა. ამაში მეგობარი ეხმარებოდა, რომელიც სხვადასხვა მოძრაობებს ასწავლიდა, თუმცა მათი მონდომება წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთხელ კოლეჯის დისკოთეკაზე დონი ეცადა ეცეკვა ყველაფერი, რაც აქამდე ქონდა ნასწავლი, წრეში შევიდა და ცეკვის ყველა ის ილეთი გააკეთა რაც ახსოვდა, თუმცა პერიოდულად, როცა ესა თუ ის მოძრაობა ავიწყდებოდა ადგილზე ქვავდებოდა და იხსენებდა. ამის შემხედვარე მისი კოლეჯის მეგობარი, რომელიც სხვებთან შედარებით კარგ მოცეკვავედ ითვლებოდა, სემ უილიამსი, მივიდა ჯონთან და Cempbell lock დაუძახა. დონს ეს იდეა მოეწონა და ასე გააგრძელა ცეკვა პერიოდული ,,ჩაკეტვებით“. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დონი კონკურსზე მიიწვიეს, სადაც 15 დან მეხუთე ადგილზე გავიდა. როგორც შემდეგ იხსენებს, ეს კონკურსი იყო მის ცხოვრებაში გადამწყვეტი, რადგან პირველი რომ გამოთიშვოდა კონკურსს იგი აღარასოდეს გააგრძელებდა ცეკვას.:) ამის შემდეგ ჯონმა საკუთარი სტილის განვითრებას მიჰყო ხელი და გადაწყვიტა, რომ ყველა მისი ნაკლოვანება ცეკვაში ცეკვის თავისებურ სტილად გადაექცია. ასე შეიქმნა ლოკინგის საბაზისო მოძრაობები, კომიკური პოზები და კოსტუმები. სულ მალე კლუბებში ეგრეთ წოდებული ბათლების ჩატარება დაიწყეს, რომ საზოგადოებაში დაინტერესება გამოეწვიათ. გამარჯვებულის პრიზი სულ რაღაც 50 დოლარს შეადგენდა. დონი ყველგან მონაწილეობდა და ხშირად პრიზს ცეკვის გარეშეც აძლევდნენ. ის მოწინააღმდეგეს ხედავდა ყველაში, ვინც კი მის მოძრაობებს იპარავდა ან იმეორებდა, რაც საშინლად აღიზიანებდა. შემდეგ აუხსნეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცეკვის სტილს განვითარება არ ეწერა და ისიც დამშვიდდა.:) ჯონი მთლიანად იმპროვიზაციას ეყრდნობოდა და ის ფრისთაილის ნამდვილი „მამა“ გახდა. ამბობს:,, როგორი შეცდომაც არ უნდა დავუშვა, ხალხი ყოველთვის მიკრავს ტაშს. იხსენებს: ერთხელ დავეცი, მაგრამ გავითამაშე რომ  თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.:))) ყველამ ტაში დამიკრა. ესაა უბრალოდ საოცარია. არ აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებ არასწორად, ყველა ფიქრობს რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო”. შესაძლებელია ლიკინგს ფართო აღიარება არ მოეპოვებინა და ცეკვის რიგით სტილად დარჩენილიყო, რომ არა სატელევიზიო შოუ, რომელშიც დოკ კემპბელის ჯგუფი The Lockers მონაწილეობდა.

1990 -2000 წლებში ლოკინგით ,,დაავადდა“ საფრანგეთი დაა შემდეგ მთელი ევროპა. საფრანგეთში ლოკინგის ლოკომოტივები გახდნენ გემინი და ჯუნიორი. მათ ლოკინგის ამერიკული სკოლა შეისწავლეს და შემდეგ საკუთარი მიმართულებითაც განავითარეს. მათ ლოკინგი როგორც ხელოვნება ახალ საფეხურზე აიყვანეს. დღევანდელ დღემდე გემინი ბევრს დებს ლლოკინგის განვითრებაში და ავითრებს მის ტრადიციებს.  სტილი – ლოკინგისთვის დამახასიათებელი მკვეთრი მოძრაობები, განსხვავებული ,,ფიშკები“ იდაყვებით, ხტომები. თითქმის ყველა ცეკვის ჯგუფი იყენებს ამ სტილის სინქრონებს ბატლებში და შოუებში. ლოკინგი ძირითად მოძრაობებზეა დაყრდნობილი. მოცეკვავის პროფესიონალიზმის ხარისხმი მხოლოდ ძირითადი მოძრაობებით და მათი შესრულების ხარისხით განისაზღვრება.  მოცეკვავე, რომელიც ცეკვავს მხოლოდ სთაილს (ამა თუ იმ მოცეკვავის მიერ შექმნილი სტილი, რომელიც ცეკვის ძირითდ მოძრაობებში არ შედის) და იგნორირებას უკეთებს ბაზას, მაშინ ის ვერასოდეს მოიგებს იმ მოცეკვავესთან, რომელიც ამ ბაზას ცეკვავს. შეიძლება ითქვას, რომ ლოკინგი ბევრი დეტალისაგან შემდგარი კონსტრუქტორია, რომელიც მოცეკვავემ უნდა ააწყოს და რაც უფრო საინტერესოდ და სწორად გააკეთებს ამას, მით უფრო მაღალია მისი პროფესიონალიზმის დონე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმპროვიძაციის უნარი და ცეკვა იმ კონკრეტულ მუსიკაზე, რომელიც იმ მომენტში ჟღერს. ამ ცეკვაში დიდ ოლს თამაშობს ხასიათი. ლოკინგი ესაა ფანკის გამოხატვა სხეულის მოძრაობით. ფანკი კი პოზიტივია, ფეთქებადი ენერგია, რომელიც მაყურებელს უნდა გადასცე.
შევეცდები აგიხსნათ ლოქინგის ძირითადი ელემენტები და გაჩვენოთ თუ როგორ გამოიყურება ის
 
საბაზო მოძრაობები:

  • Lock– ცეკვის მთავარი მოძრაობა-მკვეთრი გაჩერება. იმისათვის რომ ეს მოძრაობა კარგად გამოგივიდეს, მთელი სიმძიმე იმ ერთ ფეხზე უნდა იქნას გადატანილი, რომელიც იმ დროს სტოპზე იდგება. მეორე მუხლში მოხრილი ოდნავ წინ უნდა იდგას. ასევე წინ უნდა იყოს გადახრილი ტანიც.
  • Pace– ხელები წინ, ისე თითქოს ბინოკლი გიჭირავთ. თავად მოძრაობა სრულდება ისე, თითქოს დარტყმას ახორციელებთ, ოღონდ მოდუნებული იდაყვით. მთავარია მაჯა არ გაიხსნას.
  • Point – თქვენ თითით უთითებთ ვინმეზე ან რამეზე. ეს მოძრაობა მაშინ გაჩნდა, როცა დონისკენ კლუბში ერთმა გოგონამ დაცინვიზ მიზნით თითი გაიშვირა. ამ მოძრაობის შესრულება შეიძლება მაშინაც, როცა სულაც არ იყურებით იმ მიმართულებით, როსკენაც უთითებთ. შეიძლება საჩვენებლი თითის გამოყენებაც.
  • Wrist  roll (twirl) – მაჯის მოძრაობა ზემოთ და ქვემოთ

ლოქინგის სტილის ელემენტები
 

 
ლეგენდარული ჯგუფი The lockers / გადაცემაში – Soul train 1976

___________________________________________________________________________


 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments