.. არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც მოცეკვავე თავს ვალდებულად ვთვლი ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისთვის და სამაგალითო საქციელისთვის, რაც რამოდენიმე დღის წინ ჩვენ რუსთავი2-ის ეთერში, პროექტ “ნიჭიერში” ვიხილეთ. უბრალო პერფორმანსი და დიდი ემოცია, შეიძლება ვიღაცეებს ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ეს დადგმულია, სწორედ ამიტომ დავუკავშირდი ქეთი ზაზანაშვილს ამ იდეის ავტორს და საინტერესოდ ვისაუბრეთ
 
ქეთი პროფესიონალი მოცეკვავეა. ცეკვა 15 წლის ასაკში დაიწყო. 18 წლიდან ის საზღვარგარეთ სწავლობდა. პოლონეთში დაამთავრა მაგისტრატურა და დაეუფლა ლათინო ამერიკულ ცეკვებს. იგი არის პირველი სერთიფიცირებული ზუმბა ფიტნეს ინსტრუქტორი საქართველოში. ამჟამად მას საკუთარი სტუდია აქვს თბილისში და არც თავისი პროფესიული საქმე მიუტოვებია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციებში და იბრძვის დისკრიმინაციისა და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. სწორედ აქედან გააერთიანა მან თავისი ორი საქმე და შემოგვთავაზა ულამაზესა ცეკვა თემურ არაბიძესთან ერთად, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. უფრო მეტიც ქეთი გეგმავს ჩამოაყალიბოს “ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცკევების ფედერაცია”
ასე ძალიან მარტივად მინდა დაგარწმუნოთ აქ არც არაფერია დადგმული და ყველაფერი ისეა როგორც უნდა ყოფილიყო. ჰო და ასე! იმიტომ, რომ 1 წლის წინ ჩვენმა სტუდიამ Next level, Roial art, BHOP Dance studio და სხვა მოხალისე მოცეკვავეებმა ერთობლივი მუშაობით მოვაწყეთ ფლეშ-მობი მეტრო რუსთაველთან შ.შ.მ.პირების უფლებების მხარდასაჭერად და მინდა გითხრათ არც აქ არ დადგმულა არაფერი, ცეკვას თუ არ ჩავთვლით:) მე ამით მინდა დავასრულო ჩემი შეხედულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც მოცეკვავემ ქეთი ზაზანაშვილს და წარმატება ვუსურვო ნიჭიერში, ყველაზე გაბედულ ბიჭთან თემურ არაბიძესთან ერთად.
 
ქეთი ზაზანაშვილს და თემურ არაბიძის ცეკვა ნიჭიერში
 

 
შ.შ.მ.პ უფლებათა დაცვის დღე 2013/14 მაისი
 
1008867_10201629062718032_1925894999_o
 
შ.შ.მ.პ უფლებათა დაცვის დღე 2013/14 მაისი
 

 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments