ალბათ ყველა მოცეკვავე შეამჩნევდა, რომ პოპინგს და ლოქინგს ყოველთვის ერთად მოიხსენიებენ (საუბარშიც და წერის დროსაც:) ეს არც დამთხვევაა და არც მარტივი წერის გამო შერჩნენ ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ ეს ორი სტილი მართლაც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ხოლო ვინმემ თუ ერთად იხმარა, ნურც დაძრახავთ და ნურც გააკრიტიკებთ, რადგან პოპინგი სწორედაც ლოქინგის სტილის ცეკვიდან არის ნაწარმოები. შეიძლება სრულიად განსხვავდება მათი სპეციფიკა ერთმანეთისგან, მაგრამ პოპინგის შექმნის იდეა ლოქინგმა განაპირობა (იხილეთ: ლოქინგის ისტორია) 1960 წლის შემდეგ, მას მერე რაც მუსიკალურმა სამყარომ ყოველგვარ რევოლუციას გაუძლო, შეიქმნა ახალი ცეკვის სტილი “The Robot”. ცეკვის ამ სტილის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო რობოტული ფილმების მიმართ ახალგაზრდების დაინტერესებამ და მოცეკვავეებმაც ეს თემა აიტაცეს. ეს ცეკვა განსაკურებით პოპულარული გახადა ვინმე სემ რობოტ უილიამსმა, ჯგუფ ლოქერებიდან და სწორედ ამიტომ მოიაზრება ეს სტილი ლოკინგის ნაწილად. მან შექმნა ჯგუფი “Electric Boogalo lockers” 1975-76 წლებში. სემმა განავითარა სტილი “The Robot” და “Boogalo”-ში შექმნა საბაზისო მოძრაობები. იგი ცეკვის დროს, ყოველი კუნთის შეკუმშვის შემდეგ იძახდა სიტყვას “Pop” და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ცეკვას პოპინგი, რომელიც მანამდე ბუგალოს სახელით მოიაზრებოდა და სხეულის ყველა ნაწილის გამოყენებით ხასიათდებოდა. მთვარია მუხლი, ბარძაყი და თავი. სტილი წარმოადგენს რობოტული ცეკვისა და პანტომიმის კომბინაციას, რაც ნიშნავს რომ მასში ბუგალო და რობოტული ცეკვების ნაზავია. ეს ყველაფერი დიდ ბაზას ქმნის. დღეს ამ ცეკვის ელემენტები, ილეთები და თვითონ პოპინგი სხვადასხვა სტილის ცეკვების განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, როგორიც არის ეგრეთ წოდებული (Dubstep dance იგივე Animation dance) ეს პოპულარული ცეკვები პოპინგის სტილის სხვადასხვა კომბინაციებით კეთდება, ოღონდ, დღეს ცოტა სახეშეცვლილია, მუსიკაზე კარგად მორგებულია და რის გამოც ვიზუალურად ახალი იერი აქვს. ქრონოლოგიურად პოპინგის ევოლუცია ასე გამოიყურება:

Locking > TheRobot > Electric Boogalo > Popping


ახლა შევეცდები აღვწერო მისი საბაზისო მოძრაობები და ასევე გაჩვენოთ ვიდეო მასალაც, დაგაინტერესებთ.
(შესაბამისი ვიდეოს სანახავად დაქლიქეთ მუქად მონიშნულ სიტყვებზე)



•    Weaving – ყველასათვის კარგად ნაცნობი მოძრაობაა ეგრეთ წოდებული “ტალღა”. ეს მოძრაობა
მთელ სხეულში ტალღის გავლის ეფექტს ქმნის. ხელში, ფეხში, მხრებსა და მთელ ტანზე. ამ სტილის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ სხეული წყლად იქცევა. ეს შეგრძნება ითვლება ამ სტილის მთავარ გასაღებად იმპროვიზაციაში.


•    Gliding – იატაკზე ფეხის გაცურებით იმ ეფექტის შექმნა თითქოს ჰაერში ცურავ:) ამ სტილის ყველაზე სახელგანთქმული მოძრაობაა “Moonwalk”, რომლის ავტორიც არც მეტი არც ნაკლები თვით Michael jackson-ია!


•    King Tut -გეომეტრიული ფიგირების შექმნაა მხრებისა და ხელების საშუალებით.



•    Strobbing – მოძრაობა მკვეთრი ნაბიჯებით, რობოტული სიარული ანუ პაუზები ყველა ნაბიჯის და შემდეგ.



•    Slow Motion – “ნელი კადრი” სტილი ეფუძნება ნელ, უწყვეტ და რბილ მოძრაობას, რომელიც დაუსრულებლად შეგიძლია აკეთო.



•    Puppet – ეს მოძრაობა თოკებზე დაკიდებული თოჯინების იმიტაციასაა. მოძრაობების პროტოტიპები ძველი მულტფილმების გმირები მარიონეტი თოჯინები არიან.



•    Vibration – კანკალი, მოძრავ და გაჩერებულ მდგომარეობაში.



დღეს Popping-ის ცეკვებში ცალკე შეჯიბრები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. რაც ძალიან საინტერესოა. პიონერები, რომლებმაც ეს მიმდინარეობა შექმნეს, ჰიპ ჰოპ კულტურის ლეგენდებად იქცნენ. ისინი დღემდე ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებში და ამ სტილის გავრცელების და განვითრების მიზნით ატრენინგებენ და სწორ მიმართულებას აძლევენ ამ ერთერთ ძველ და საინტერესო ცეკვას.



WORLD POPPING CHEMPIONSHIP “JUSTE DEBOUT”



 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments