დაე მოხდეს, რაც მოსახდენია
გამარჯობა მეგობარო, მინდა გახარო, ძალიან მალე ჩატარდება Street Dance/All Style Battle Pro 16 – (2015 – 2016) ახალი მისიით – ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები, (მეგობრები) აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ეს ადამიანები ჩვენი შეჯიბრის მიმართ გამოხატავენ დიდ ინტერეს და მხარში დგომას, სწორედ ამიტომ

ბაქოში 17 ოქტომბერს ტარდება Pro 16-ის შესარჩევი, ამ შეჯიბრში გამოვლინდება ხუთი საუკეთესო მოცეკვავე და დასკვნით შეჯიბრზე, რომელიც ჩატარდება უკვე საქართველოში ეს ადამიანები იმსაჯებენ აზერბაიჯანის სახელით. ზუსტად ანალოგიური შესარჩევი შეჯიბრი იმართება სასომხეთში 25 ოქტომბერს, სადაც ასევე გამოვლინდება 5 საუკეთესო მოცეკვავე, რომლებიც ასევე იმსაჯებენ პრო 16-ში სასომხეთის სახელით. ხოლო საქართველოში პრო 16-ის შესარჩევი ჩატარდება 17-18 ოქტომბერს, ეს დახურული შესარჩევი იქნება (მხოლოდ მონაწილეები, არანაირი მაყურებელი), ამიტომ აუცილებელია შეჯიბრზე გამოცხადდეს მხოლოდ მონაწილე!
 
(აქვე მინდა მკაცრად გაითვალისწინოთ პრო 16-ის შესარჩევში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალებს!!! თქვენ ჩვენი ქვეყანა უნდა განდოთ) ასევე გაიმათება All Style Battle-ბი, რომელსაც იმსაჯებს პრო 16 და დანამდვილებით გეტყვით არანაკლებ პროფესიონალური ბათლები გამოვა პრო 16-თან შედარებით.

ჩვენ გვყავს მსაჯები სამი ქვეყნიდან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, თითოეული ქვეყნიდან 5 მსაჯი და პლიუს 1 მსაჯი, რომელიც პრო 16 / 2014 წლის გამარჯვებულია Aaron Shikamaru Charles
გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული (შეზღუდული) მსაჯობის სტილი, რადგან პრო 16-ის ბათლებში ცალკეული ნომინაციაა, სადაც მხოლოდ მსაჯები მონაწილეობენ და თვითონვე მსაჯობენ. მაგალითად: კენჭისყირს შედეგად 1 VS 1 ხვდებიან საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენელი, ამ შემთვევაში მსაჯობას ეთიშება ოთხი ქართველი და ოთხიც აზერბაიჯანელი მსაჯი, საბოლოო გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოსავლენად ღებულობს მხოლოდ სომხეთი. გაითვალისწინეთ გავარდნილი ანუ წაგებული ჟიურის წევრი, მაინც აგრძელებს მსაჯობას) რაც უსამართლობის დონეს ამცირებს!
რაც შეეხება Bboying ბათლებს, შეჯიბრი ჩატარდება წყვილებს შორის 2 vs 2 და გვეყოლება სამი მსაჯი. აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

 
დაქლიქე და გაგაზე ივენთზე https://www.facebook.com/events/1493677677626275

Comments

comments