მონაწილეთა საყურადღებოდ, გთხოვთ დეტალურად წაიკითხოთ მომავალი ჩემპიონატის ინფორმაცია ARENA PRO16-ის შესახებ, გააზიაროთ და გაითვალისწინოთ პროექტის წესები და კანონები, თქვენს ნებისმიერ კითხვაზე იხილეთ პასუხი აქ ამ საიტზე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში
 
WWW.FACEBOOK.COM/AMIKOSAMADASHVILI
 
 

  • რას ნიშნავს PRO16

 
PRO16 შედგება თექვსმეტი პროფესიონალი მოცეკვავისგან. თითეული მათგანი წარმოადგენს საკუთარ ჯგუფს, სტუდიას, ან ქვეყანას. ეს ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან შეხედულებებით, ცეკვის სტილით, გამოცდილებით, გემოვნებით, შეფასებით და ასე შემდეგ.. რაც საშუალებას გვაძლევს ვირწმუნოთ მათი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ მომავალ PRO16 დავუმატეთ ერთი ახალი წესი, რაც ვფიქრობ უფრო შეამცირებს იმ მიკეძოებებს მოცეკვავეების მიმართ, რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს:
ამიერიდან PRO16-ის სიაში შევა მხოლოდ ორი წარმომადგენელი ერთი კონკრეტული სტილიდან, ჯგუფიდან, სტუდიდან ან ქვეყნიდან, რაც უფრო გამჭვირვალეს გახდის და დაარეგულირებს ხმათა გადანაწილებას!
როგორია შეფასების სისტემა
გარდა ამისა PRO16-ში მყოფი (ჟიური) ასევე იღებს მონაწილეობას შეჯიბრში, ისინი ეჯიბრებიან და აფასებენ ერთმანეთს შემდეგი პრინციპით, მაგალითად: 16 მსაჯიდან 2 მოცეკვავე ცეკვავს ერთმანეთის წინააღმდეგ, დარჩენილი 14 მსაჯი აფასებს მათ, აქ მოქმედებს სტანდარტული გავარდნის პრინციპი მაგრამ გავარდნილი მოცეკვავე, რომელიც ასევე ჟიურის წევრია ის მაინც უბრუნდება თავის სტატუს და იგი აგრძელებს სხვა დარჩენილი მოცეკვავეების შეფასებას, ამიტომ არასწორად შეფასებული და გაგდებული მოცეკვავე უბრუნდება PRO16-ს და ის აუცილებლად უმსაჯებს მას ვინც არასამართლიანად მოექცა, ამიტომ მოგიწოდებთ კეთილსინდისიერებისკენ, რომ თქვენი არასწორი გადაწყვეტილების გამო ცუდად არ იქნეთ შეფასებული.
 

  • როგორია შეფასების სისტემა?

 
ჩვენ გადავწყვიტეთ მხარეები მარჯვენა და მარცხენა აღვნიშნოთ პლიუს მინუს ნიშნულებით. მარჯვენა მხარე აღვნიშეთ პლიუსით, ხოლო მარცხენა მხარე მინუსით. ზუსტად ასეთი გამოსახულების ტაბლოები აქვთ დარიგებული PRO16-ის ჟიურის წევრებს და გამარჯვებულის აღსანიშნად წევენ ტაბლოს იმ მხარეს, რომელსაც აძლევენ გამარჯვებას
მაგალითად: მე დავდექი მარჯვენა მხარეს და მე ვარ პლიუსი, ხოლო ჩემი მოწინააღმდეგე მინუსი ანუ ავტომატურად დგას მარცხნივ, მისი გამარჯვების შემთხვევაში ჟიურის უმრავლესობამ უნდა აწიოს მინუსი, ხოლო ჩემი გამარჯვების შემთხვევაში პლიუსი. რათქმაუნდა თითეულ მათგანს ჩვენ ვითვლით და უმრავლოსობის გადაწყვეტილება იმარჯვებს
 

  • როგორია შეფასების კრიტერიუმები

 
თქვენი ცეკვა შეფასებული იქნება შემდეგი თანმიმდევრობით
“სტილი” – (მრავალფეროვნება, ქარიზმა, ვიზუალი, იმიჯი, დინება.)
“მუსიკალურობა” – (მოძრაობა მუსიკაში და ეგრედ წოდებული “Kill Beating”)
“ორიგინალურობა” – (სიახლე)
“იმპროვიზაცია” – (თუ, რამდენად ფლობს იგი FreeStyle-ს)
“ტექნიკა” – (ბაზა, სისუფთავე)
ეს არის ხუთი ძირითადი, რაც ზოგადად იძლევა საშუალებას შეფასდეს თქვენი ცეკვის დონე იმ მიმართულებით, რომელსაც ცეკვავთ თქვენ!
 

  • რა საჭიროა PRO16?

 
მოგეხსენებათ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, შესაბამისად ძალიან მცირეა მოცეკვავეთა რაოდენობა. თან მითუმეტეს ჩვენ მოცეკვავეები ერთმანეთისგან განვსხვავდებით იმ კონკრეტული სტილებით, რაშიც ჩვენ ვვითარდებით, შესაბამისად კონკრეტული სტილის მიმდევრები თითზე ჩამოსათვლელი ოდენობითაა და ამიტომ ვატარებთ შეჯიბრს ყველა სტილში, რაც არეულობას იწვევს და ეს ნორმალურია! მესმის, რომ მაგალითად პოპინგის სტილში ჩემპიონატის გაკეთება უფრო მარტივად გადასაწყვეტია ჟიურისთვის ვიდრე ყველა სტილში შეჯიბრისას. ეს ყველაფერი მოცეკვავეთა სიმცირის გამო ხდება. ამიტომ საჭიროა ჩავატაროთ შეჯიბრი ყველა სტილში და ჟიურის წევრებიც იყვნენ ყველა სტილიდან, სხვადასხვა ჯგუფებიდან, სტუდიებიდან და ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ შეიქმნა სისტემა PRO16, რაც ყოველ მომავალ ჩემპიონატზე იხვეწება.
 

  • ვინ იქნება ჟიურის წევრი PRO16-ში?

 
(ჟიურის წევრების FACEBOOK-ის სანახავად დაქლიქეთ მათ სახელებზე)

1. ZICO FIRESTAR
2. RAYMAN
3. PINOCIO
4. TAMUNA
5. LEVANI
6. BRANDON
7. GAYA
8. TAMARA
9. IKA
10. SHIFU
11. NIKA
12. SYNDEX
13. A.C
14. MOHAWKE GREEN
15. XOSRO
16. STEVE STIFLER

 

  • სად ჩატარდება ARENA PRO16?

 
ARENA PRO16 ჩატარდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალური თეატრიში / (გაღმა ძველი რუსთავი) ფიროსმანის ქ.# 7

 

  • როდის ჩატარდება ARENA PRO16?

 
ARENA PRO16 ჩატარდება 2014 წლის 18 დეკემბერს, ხუთშაბათ დღეს. ნებისმიერი ნომინაციის მონაწილე რეგისტრაციისთვის აუცილებლად უნდა გამოცხადდეს შუადღის ორ საათზე და შეჯიბრი დაიწყება სამ საათზე. დაგვიანებული ადამიანები ავტომატურად ეთიშებიან შეჯიბრს! არავის ეგონოს, რომ ეს საქართველოა და ყველაფერი მაინც გვიან იწყება:) ჩვენ თითოეული წუთი გათვლილი გვაქვს ამიტომ გთხოვთ გამოიჩინოთ პუნქტუალობა

 

  • რა ღირს მონაწილეობა ბათლში და რა ეღირება დასწრება მაყურებლებისთვის?

 
მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა გადაიხადოთ 10 ლარი, რაც არის სასტარტო ღირებულება, ხოლო მაყურებლებმა დასასწრებად 5 ლარი
 

  • რომელ კატეგორიაში ჩატარდება ARENA PRO16?

 
ARENA PRO16 ჩატარდება ხუთ ნომინაციაში
 
1. მსაჯების შეჯიბრი Pro 16

2. Bboying Battle 3 vs 3

3. ADULT (ზრდასრული გამოცდილი მოცეკვავეები 16 წელს ზევით)

4. JUNIORS (ახალბედა მოცეკვავეები 16 წლის ქვევით)

5. Break Dance Battle – Seven To Smoke

 

  • როგორ ჩატარდება შეჯიბრი Bboyng-ში?

 
რაც შეეხება Bboying-ს ეს საკითხი მათთან უფრო დალაგებულია.მათ ეყოლებათ 3 ჟიურის წევრი, როგორც ზემოთ ავღნიშნე. შეჯიბრი იქნება 3 VS 3 და Seven To Smoke კატეგორიაში, რაც ვფიქრობთ უფრო სანახაობრივი და ექსტრემალური გამოვა. ასე რომ მოცეკვავეებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!
 
კითხვა/პასუხი/შენიშვნა შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარებში
 
რუსთავის თეატრი
 
რუსთავის თეატრი
 
რუსთავის თეატრი – სცენა
 
რუსთავის თეატრი
 
რუსთავის თეატრი – სცენა 2
 
რუსთავის თეატრი
 
დაქლიქეთ ივენთზე
 
FACEBOOK EVENT!

Comments

comments