2015 წლის 5 სექტემბერს 21:00 საათზე თბილისის ცირკში მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ბრეიქდანსის ჩემპიონატის – Red Bull BC One აღმოსავლეთ ევროპის ფინალი გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს 16 ბიბოი (ბრეიქდანსის მოცეკვავე) მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

ერთი-ერთზე ორთაბრძოლების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც გაემგზავრება ქალაქ რომში Red Bull BC One მსოფლიო ფინალზე.
Red Bull BC One მსოფლიოში უკვე 12 წელია ტარდება, საქართველოში კი 2011 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე თბილისში მსაჯების სტატუსით იმყოფებოდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ბრეიქდანსის ლეგენდები Lilou, Cico, Roxrite, Mounir, Ronnie, ასევე Airdit, Yan The Shrimp, Slav. აღმოსავლეთ ევროპის ფინალის მსაჯებიც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონები (Lilou, Mounir, Pelezinho) იქნებიან. სწორედ ისინი გამოავლენენ გამარჯვებულს, რომელსაც მიეცემა რეალური შანსი გამოავლინოს თავისი ნიჭი და შესაძლებლობები პლანეტის საუკეთესო ბრეიქდანსერებთან ერთად 14 ნოემბერს რომში Red Bull BC One 2015 – ის მსოფლიო ფინალზე.
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ივენთზე
 
https://www.facebook.com/events/643570422435542/
 
ბილეთის შესაძენად დაქლიქეთ ფოტოზე!
 
z

Comments

comments