გამარჯობა მოცეკვავეებო. პირველ რიგში გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს: მონაწილეს, მაყურებელს, ჟიურის წევრს, ორგანიზატორებს, გადამღებ ჯგუფს და ყველა იმ ადამიანს ვინც კი ამ შეჯიბრის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა: სტუდებს, ჯგუფებს, რუსთავის მერიას და თეატრს.
 
გამარჯვებულები ნომინაციის მიხედვით
 
პირველი ადგილი
 
PRO16 – A.C
ADULT – LOLIK
JUNIOR – MARISHKA
BBOYING 3×3 – 5th RANK CREW
BBOYING SEVEN2SMOKE – N.K
 
მეორე ადგილი
 
PRO16 – SINDEX
ADULT – GIGA SHENGELIA
JUNIOR – KIKI
BBOYING 3×3 – PARANORMAL CREW
BBOYING SEVEN2SMOKE – Noboady
 
ვფიქრობ ეს შეჯიბრი წინაზე უკეთესი იყო, ისევე როგორც წინა იყო უკეთესი მანამდე ჩატარებულ არენაზე. ეს იმას ნიშნავს რომ ნელ-ნელა ვიხვეწებით და ვიზრდებით. ახლა მინდა ვისაუბროთ ყველაფერზე, უმნიშვნელო და მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენი თვალით ჩანს. მე პირადად როგორც ორგანიზატორი და როგორც უბრალო მოცეკვავე დიდ პატივს ვცემ რეალურ და თუნდაც შეთითხნილ პრობლემას, რადგან ეს მეხმარება უკეთ ჩამოვაყალიბო თქვენთვის სასურველი და თქვენზე, მორგებული ჩემპიონატი. თქვენი ნაფიქრი და შეხედულება წვრილმანებზე ჩვენ გვაჩვენებს შეცდომებს, რომლებსაც დასაწყისში ვერ ვხედავთ. ამიტომ გთხოვთ აღნიშნეთ ყველაფერი რა მოგეწონათ და რა არა.
 
მე მაქვს ჩემეული პირადი შეხედულება, რომელსაც გაგიზიარებთ
 
პრობლემა #1
 
ვერ გამოვასწორებთ თუ არ ვაღიარეთ.დამიჯერეთ ეს სირცხვილი არაა. სცენაზე, სადაც პრო16 მსაჯობდა მე პირადად დავუშვი დიდი შეცდომა, რომ უფლება მივეცი სხვა მოცეკვავეებს სცენაზე ასულიყვნენ. ვფიქრობდი უფრო მეტი თავისუფლება და ჩვენებური ანდერგრაუნდი მოუხუდებოდა იქაურობას. ასეც იყო, მაგრამ მივიღეთ სრული ქაოსი. „გულშემატკივარი მოცეკვავეები“ ვერ აკონტროლებენ ემოციებს და ცდებიან ზღვარს, რაც ხელს უშილს მსაჯების კომპეტენტურობას მაგალითად: მსაჯების მიერი გამოტანილი გადაწყვეტილება ხილვადი არ იყო კომისიისთვის და შესაბამისად ხდებოდა არეულობა. გვიწევდა ხელმეორედ შეგვეფასებინა უკვე შეფასებული ბათლი. ამ შემთხვევაში მსაჯებიდან ვიღაცეები იცვლიდნენ აზრს და ხანდახან ვიღებდით სრულიად განსხვავებულ შედეგს. „გულშემატკივარი მოცეკვავეების“ მხრიდან იყო არასწორი წამოძახილები თუ ვინ გაიმარჯვა, რაც იწვევდა დაბნეულობას.
 
პრობლემა #2
 
მინდა აღნიშნო პრო16-ის „ნამეტანი თავისუფლება“. მეგობრებო ნუ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ მსაჯები. სცენაზე მაყურებლის თვალწინ მე არასდროს მინახავს ჟიურის წევრი პუფზე წამოგორებული, რომელიც აფასებს მოცეკვავეს და მიირთმევს პერაშკს,  ჭამს სნიკერსს, და  თავის „გერლფრენდთან“ ერთად ჩახუტებული, ირონული სახით იმზირება. ბევრი მათგანი კარგავდა ტაბლოებს, რომლითაც ხდება მონაწილის შეფასება. ეს მთლიან სისტემას შლის რადგან შეფასება და შეჯიბრის გაგრძელება დარჩენილი 15 ტაბლოთი შეუძლებელია!
ეს არ არის განკიცხვა და შეურაწყოფა. მე ვსაუბრობ ზოგადად არსებულ სიტუაციაზე, პრობლემაზე და ვთვლი, უნდა ითქვას, რომ სამომავლოდ ეს გამოვასწოროთ.
 
პრობლემა # 3
 
მოცეკვავეების ინფორმირება ხდება ზედმიწევნით გასაგებ ენაზე, მაგრამ ფაქტია თქვენ მონაწილეებო დაღეჭილის გადაყლაპვა არ გინდათ და სწორედ  ამიტომ ხართ ასეთი დაბნეულები. შეჯიბრის ოფიციალურ ახსნას არ კითხულობთ, რაც ყველასთვის ერთია. გირჩევნით შეჯირის წინა დღეს ღამის 04:30 -ზე მომწეროთ პირად ფეისბუქში კითხვები რომელიც 2-3 კვირით ადრე ჩვენს საიტზე ან ივენთზე პასუხგაცემული წერია. ასე რომ სამომავლოდ უფრო მეტი ყურადღება გმართებთ.
 
 

პრობლემა # 4
 
ორგანიზატორებს თითქოსდა დაავიწყდათ ან გაეპარათ შეცდომა რასაც DANCE FLOOR ჰქვია. მე პირადად ძალიან დამწყდა გული როდესაც ვნახე თუ როგორ ფუჭდებოდა ადგილი რაზეც ვცეკვავდით. ჩვენ, ბიბოინგისთვის უფრო უკეთესი უნდა გაგვეთვალა და სამომავლოდ უპირველესყოვლისა აქედან დავიწყებთ ფიქრს, რადგან ეს ყველაზე მნიშნელოვანი საკითხია!
 
პრობლემა # 5
 
გამარჯვებულთა დაჯილდოება და პრიზები: ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ყველასთვის და კარგად მესმის, როდესაც შეჯიბრი შეზღუდული ბიუჯეტით კეთდება ძნელია წინასწარ განსაზღვრო თუ რას გადასცემ პრიზად გამარჯვებულს.  იქიდან გამომდინარე ჩვენ არ გვყავს სპონსორი და გადასარჩენად გვიწევს ჩვენი რესურსების გამოყენება, ვფიქრობ სამომავლოდ ეს საკითხი მალე უნდა მოგვარდეს თუ ჩვენ არ გავჩერდებით.
 
..და ბოლოს მე დარწმუნებული ვარ შემდეგი არენა, რომელიც ახალი 2015 წლის მერე ძალიან მალე ჩატარდება ამ პრობლემების გარეშე უფრო უკეთესი იქნება. მადლობა შენ! რადგან ეს წაიკითხე და ზრუნავ ამაზე
 
სპეციალური მადლობა YUGO MORRIS
 

Comments

comments