გამარჯობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ჰიპ ჰოპის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს თავისუფალი სტილის ცეკვების საჩვენებელ ღონისძიებას სტუდენტებისთვის (არამარტო), სადაც მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო მოცეკვავეები საქართველოდან. დასწრება და მონაწილეობის მიღება უფასოა.

მოცეკვავეები ინდივიდუალური შოუქეისებით გვიჩვენებენ საკუთარ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია დავაინტერესოთ ადამიანები, ცეკვის ამ მიმართულებით. ეს არის ყველაზე ჯანსაღი, სპორტული, ემოციური და სანახაობრივი.
 
მოცეკვავეებისთვის
აქ არის წარმოდგენილი ტოპ მოცეკვავეების დიდი ოჯახი საქართველოდან, რომლებსაც ცეკვა აერთიანებთ. ჩვენი ღონისძიება მიზნად ისახავს თავისუფალი ცეკვების პოპულარიზაციას სტუდენტებში დაარამარტო, რაც საშუალებას აძლევს თითეულ თქვენგანს წარმოადგინოს საკუთარი შოუ ქეისი ივენთზე. ასევე იქნება “საიფერი” ყოველგვარი მსაჯობის გარეშე ანუ ეგრეთწოდებული ჯემი. სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ჩვენ გონივრულად შევარჩიეთ მოცეკვავეები და ჩავთვალეთ, რომ თქვენ ამ სიაში დამსახურებულად გეკუთვნოდათ ადგილი. გარდა ამისა, საჩვენებელი ცეკვის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მოცეკვავეს თუნდაც არ იყოს მისი ფოტო ჰეიდერზე. ღონისძიება არის უფასო და კეთდება საზოგადოებისთვის. მას არ აქვს კომერციული სახე. სწორედ ამიტომ არის (ან არ არის) თქვენი ფოტო ჩვენს ჰეიდერზე. თუ ეს ეწინააღმდეგება თქვენს სურვილებს და შეხედულებებს გვითხარით და მას უბრალოდ ამოვშლით, რადგან ეს არ გავალდებლებთ და არ მოითხოვს თქვენგან ჩვენს მხარდაჭერას. უბრალოდ რიგითი ივენთია, სადაც ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდება და ჰიპ ჰოპს დავაგემოვნებთ. მონაწილეობის მსურველებმა თქვენი მუსიკა გამოაგზავნეთ ამ მისამართზე
info@lvlDance.ge
www.fb.com/lvlDance
 
მაყურებლისთვის
რადგან ამ ტექსტს კითხულობ შენ უკვე ჩვენიანი ხარ. გადავწვიტეთ ჰიპ ჰოპით დაგავირუსოთ და გთავაზობთ სრულიად უფასოდ საჩვენებელ ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საუკეთესო მოცეკვავეები საქართველოდან. წამოიყვანე მეგობრები და გამოგაზე ივენთზე, რომელიც გაიმართება 24/04/2017 თსუ–ის მეორე კორპუსის საცეკვაო დარბაზში.
 
თსუ–ის სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი საქართველოს ჰიპ ჰოპის ფედერაციის მხარდაჭერით, თსუ–ის სტუდენტებისათვის ქმნის უფასო ცეკვის კლასს, სადაც თქვენ შეგეძლებათ ჯგუფთან ერთად შეისწავლოთ თავისუფალი სტილის ცეკვები და შემდგომში თსუ–ის სახელით მონაწილეობა მიიღოთ. სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში. დაინტერესებულ პირებს 24 აპრილს 17:00 საათზე გეპატიჟებით საჩვენებელ შეჯიბრზე, რომელიც გაიმართება თსუ–ის საცეკვაო დარბაზში. ივენთზე სტუდენტები იხილავთ ცეკვის იმ მიმართულებებს, რომლებსაც სამომავლოდ ჩვენ შეგასწავლით. სტუდენტებს, რომლებთაც სურთ ჰიპ ჰოპ ცეკვის უფასოდ შესწავლა შემოგვიერთდით ამ ჯგუფში
 
– დაქლიქე და შემოგვიერთდი FACEBOOK ივენთზე
 
– დაქლიქე და შემოგვიერთდი სტუდენტების ჯგუფში
 
ზუსტი

Comments

comments