ეს არის შეჯიბრი სახელად Underground Funky Base, რომელის შესარჩევიც ყოველ წლიურად ტარდება თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში და მეზობელ ქვეყნებში, ამ სეზონზე ღონისძიების ფინალი ჩატარდა ქალაქ მარმარისში, სადაც საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ორმა მოცეკვავემ Bboy PIONNER და Bboy PANKIS, ცეკვის ფესტივალს ესწრებოდნენ Hip hop-ის და Breakdance-სლეგენდარული მოცეკვავეები, შეჯიბრი ჩატარდა Poping, Locking, Bboying, Hip-hop, და House სტილის ცეკვებში, სადაც Break Dance-ს მსაჯობდა ლეგენდარული BBOY STORM, BBOY MAURIZIO და თურქი მოცეკვავე BBOY JAYONE. დარჩენილ სტილებში უფრო საინტერესოდაა საქმე, რადგან ჟიურის წევრი SALAH, P-LOCK, BEN და KAPELA გახლდათ, რაც შეეხება MCing-ს აქ თვით mc.TRIX მოგვევლინა, მოკლედ როგორც ქართველი მოცეკვავეები ამბობენ ეს შეჯიბრი მათთვის კიდევ ერთი დიდი გამოცდაა, მათ ნახეს თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი მოცეკვავე, მათ იგრძნეს, რომ აუცილებელია ასეთ შეჯიბრებზე მონაწილეობის მიღება, მით უმეტეს როდესაც მეზობელ ქვეყანაში ტარდება, როგორიცაა თურქეთი, როცა ფინანსურად იმაზე 3-ჯერ ნაკლები გიჯდება ვიდრე ევროპის ქვეყნიდან ჩამოსულ რომელიმე მონაწილეს, ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ გავიზიარებთ ამ ადამიანების აზრს და ჩვენ ქართველი მოცეკვავეევი უფრო აქტიურად ჩავებმებით ქვეყნის გარე, გასვლით შეჯიბრებში.
 
ფინალი
 

 
ნახევარფინალი
 

 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments