ჩვენი 10 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ ცეკვა შეუძლია ყველას. ზოგს აქვს უნარი მალე ათვისების, ზოგს კი სჭირდება მეტი. ცეკვის ცოდნა არ ნიშნავს სხვადასხვა რთული მოძრაობების სინქრონულ ერთობლიობას. ხშირად გამიგონია:
– პლასტიკური არ ვარ!
– სმენა არ მაქვს!
– რითმს ვერ ვგრძნობ!
– მოუქნელი ვარ და ასე შემდეგ.
დასაწყისისთვის პრობლემა თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობაში არ არის, პრობლემა ცოდნა – არ ცოდნაშია. შენ უბრალოდ ჩაკალი ეს გრძნობა პირველად მაშინ, როდესაც სცადე და არ გამოგივიდა ან სცადე და მეგობრებს გაეღიმათ. შეეგუე იმ ფაქტს, რომ ცეკვა არ გამოგდის და ეს ყველაფერი ერთ დიდი კომპლექსად იქცა. საქმე ისაა, რომ თქვენთვის არავის მოუყოლია ის, რაც გადამწყვეტია ცეკვისთვის. რითმის დაჭერა, სწორი ნაბიჯები და თვლა. ეს ის მცირე ჩამონათვალია რისი ცოდნაც ხელს უწყობს მცირე დროში დამოუკიდებლად შეძლოთ გადაადგილება მუსიკის რითმში. ჩვენ არ დაგაზეპირებინებთ “ილეთებს” რომლებიც გეცოდინებათ კონკრეტულ მუსიკაზე! ჩვენ არ გასწავლით რა იცეკვოთ!
ჩვენ გასწავლით როგორ იცეკვოთ, ნებისმიერ მუსიკაზე, ნებისმიერ ადგილას.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება ჩვენს სტუდიაში დამოკიდებულია თქვენს მიერ შედგენილ გრაფიკზე.
 
TEL: 555 01 77 22
 
www.facebook.com/lvlDance
– www.instagram.com/lvlDance
www.youtube.com/lvlDance
– info@lvlDance.ge
 

Comments

comments