ვოგი იგივე Voguing უაღრესად სტილიზებული და თანამედროვე ცეკვის ჟანრია. მისი წარმოშობა და სახელწოდება 1960 წლიდან მოდის. ცეკვა ნიუ-იორკში შეიქმნა და ძალიან პოპულარულია. ის წარმოადგენდა მოდის თავისებურ ჩვენების იმიტაციას და პოზირებას ხელების, ფეხების და ტანის მოძრაობით. მოცეკვავეები ბაძავდნენ მოდელებს ,,ვოგის“ აღიარებული ჟურნალიდან.

მისი ორიგინალური სახელი თავდაპირველად ,,პრეზენტაცია“ იყო, შემდეგ კი ,,პერფორმანსი“. წლებთან ერთად ცეკვამ ევოლუცია განიცადა, დაიხვეწა, გართულდა და უფრო ილუზორული გახდა მოძრაობები და დაერქვა “ვოგი. ვოგის აღიარებას მთელ მსოფლიოში ხელი შეუწყო ფილმმა Paris is Burning და პოპ- დედოფლის მადონას ჰიტმა სახელწოდებით “vogue”, რომელმაც უსაზღვრო პოპულარობა მოიპოვა. განასხვავებენ ვოგის ორ- ძველ და ახალ მიმდინარეობებს. ძველი ხასიათდება სწორი და სიმეტრიული მოძრაობებით, ახალი კი უფრო ხისტ მოძრაობებს და პანტომიმის ელემენტებს შეიცავს. არსებობს ვოგის 4 ძირითადი სტილი. ვისაც უყვარს კლასიკა მათ შეესაბამება Old Way Vogue სტილი. მათ, ვისაც არ ეშინია უფრო რთული მოძრაობების, თავის კონტროლის მათთვის სასურველი იქნება New Way Vogue სტილი. უფრო ქალური და ყველაზე რთული მიმართულება არის ეს არის Vogue Dramatik სტილი, რომელიც ყველაზე დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. (მასში ძირითადი არის აკრობატული ილეთები)

ეს სტილი თავის გამოხატვის არაჩვეულებრივი ხერხია. თქვენ საკუთარ თავს სულ სხვა მხრივ წარმოაჩენთ. “ვოგი” ბევრმა ცნობილმა ადამიანმა და მოდის სახლმა გამოიყენა მოგვიანებით თავიანთ საჩვენებელ შოუებში და კლიპებში.
საქართველოში ცეკვის ეს სტილი ეხლა იკიდებს ფეხს და ცდილობს პოპულარობის მოპოვებას. ამ ჟანრის დამკვიდრებას თეონა მანაგაძე უწყობს ხელს, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა და უნდა რომ თავისი გამოცდილება ჩვენც გაგვიზიაროს. თუ თქვენ დაინტერესდით ცეკვის ამ მიმდინარეობით და გსურთ შეისწავლოთ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ თეონა მანაგაძის მასტერ კლასზე რომლიც ხშირად იმართება.

ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფი “KAZAKY”


 
მადონას მსოფლიო ტურნე / Madonna – Vogue (MDNA World Tour)



ქართველი, ვოგის მოცეკვავე, თეონა მანაგაძე


 

ავტორი ამიკო სამადაშვილი
 
Break Dance & Hip Hop-ის შესწავლა
 

 
თუ გსურთ შეისწავლოთ ცეკვა, შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაცია და თქვენს კითხვას ვუპასუხებთ რამოდენიმე წუთში
 
სკოლაში რეგისტრაცია
 
[formidable id=2]

Comments

comments